საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023 წლის 15 ივნისს დაფინანსდა ერასმუს + სტუდენტთა და აკდემიური პერსონალის მობილობის სამწლიანი პროექტი მალმოს უნივერსიტეტსა (შვედეთი) და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის   (2023-1-SE01-KA171-HED-000131925).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების დეპარტამენტისა და მალმოს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების ცენტრის ერთობლივი აქტივობების განხორციელება, როგორიცაა

ერთობლივი სწავლება (job shadowing), ტრენინგ-კურსები ინოვაციური პედაგოგიური უნარების, მათ შორის, ციფრული უნარების გასავითარებლად, გამოცდილების და  საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. პროექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას მალმოს და თსუ-ს შორის ერთობლივი კვლევების  განხორციელებისა და სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივ პუბლიკაციების მიმართულებით.